საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების პროგრამა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში EUIPO

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი/EUIPO აწარმოებს განაცხადების მიღებას ერთწლიან სტაჟირების პროგრამაში/ Pan-European Seal Traineeship Programme (https://euipo.europa.eu/knowledge/mod/page/view.php?id=126009) მონაწილეობის მსურველთათვის.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს 2025 წლის სექტემბრიდან ერთწლიან პერიოდს და ითვალისწინებს მონაწილეების ფინანსურ მხარდაჭერას თვეში 1200 ევროს ოდენობით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და EUIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მე-3 მუხლის თანახმად ა/წ თებერვლის ბოლომდე უნივერსიტეტმა EUIPO-ს უნდა წარუდგინოს შერჩეული სტუდენტების ჩამონათვალი, რათა კონკურსანტებს შესაძლებლობა მიეცეთ EUIPO-ს სარეგისტრაციო პორტალზე გაიარონ კონკურსის წესით გათვალისწინებული დანარჩენი ეტაპები.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა სტუდენტი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე და სტაჟირების დაწყების თარიღისთვის (2025 წლის სექტემბერი) მინიჭებული ქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ინფორმაციას EUIPO-ს სტაჟირების პროგრამის შესახებ და მსურველების არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 25 თებერვლის 15:00 საათისა, დაუკავშირდეთ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ბატონ აკაკი მიქაბერიძეს, ელექტრონული ფოსტით მისამრთზე akaki.mikaberidze@tsu.ge, ან ტელეფონზე: 577799740

მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს:

თარიღი: 24/02/2025